Apple 1 მილიონ დოლარს გადაუხდის ყველას, ვინც მის AI სისტემაში შეცდომებს აღმოაჩენს

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

Apple მოუწოდებს ყველას, გამოსცადონ მისი Private Cloud Compute (PCC) სერვერები, რომლებიც გამოიყენება Apple Intelligence AI კომპლექტის გასაშვებად. სერიოზული დაუცველობის აღმოსაჩენად კომპანია ენთუზიასტებს 50 ათასიდან 1 მილიონ დოლარამდე გადაუხდის, წერს  პორტალი TechCrunch.

აღსანიშნავია, რომ AI-ზე დაფუძნებული ყველა გამოთვლა არ ხდება ადგილობრივად Apple-ის მოწყობილობებზე: ყველაზე რთული ამოცანები გადადის კომპანიის სერვერებზე, სადაც ხდება მათი დამუშავება. ეს მონაცემები განსაკუთრებით ექვემდებარება რისკს, ამიტომ კომპანიამ შექმნა PCC, რომლის ტესტირება ნებისმიერს შეუძლია.

მაქსიმალური ჯილდო – $1 მილიონი –  მიენიჭება ყველას, ვინც შეატყობინებს კომპანიას ექსპლოიტების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ მავნე კოდის დისტანციურად გაშვება Private Cloud Compute სერვერებზე.

apple

- Advertisement -
Ad imageAd image

ჰაკერებისთვის უფრო კომფორტული რომ ყოფილიყო, Apple-მა გადადგა უჩვეულო ნაბიჯი და გამოაქვეყნა GitHub-ზე ზოგიერთი PCC კომპონენტის საწყისი კოდი, რომელიც უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შემოწმების საშუალებას იძლევა.

თუმცა, კომპანია ხაზს უსვამს, რომ მზადაა განიხილოს ნებისმიერი დაუცველობა, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს PCC-ზე და გადაიხადოს ჯილდო, მაშინაც კი, თუ ის არ შეესაბამება გამოქვეყნებულ კატეგორიას. შესამოწმებლად გჭირდებათ MacBook Apple Silicon მინიმუმ 16 GB ოპერატიული მეხსიერებით და macOS Sequoia 15.1 Developer Preview.

Apple-მა დაადასტურა, რომ iOS 18.1 განახლება Apple Intelligence-ის პირველი AI შესაძლებლობებით გამოვა 28 ოქტომბერს. iPhone 15 Pro/Pro Max-ის და ყველა iPhone 16-ის მფლობელებს ექნებათ წვდომა მისი ფუნქციების გამოყენებაზე.

ამასთან, დეკემბერში გამოვა Apple Intelligence-ის სხვა შესაძლებლობები, მათ შორის ChatGPT ინტეგრაცია და Genmoji და Image Playground ფუნქციონალობა. მაგრამ სისტემა სრულად იმუშავებს მხოლოდ გაზაფხულზე iOS 18.3 ან 18.4-ის გამოშვებით.

#drpkhakadze

- Advertisement -
Ad imageAd image

გირჩევთ ასევე წაიკითხოთ


სტატია განახლდა: Apple 1 მილიონ დოლარს გადაუხდის ყველას, ვინც მის AI სისტემაში შეცდომებს აღმოაჩენს | სიახლეები: შენი სუფრა | სამედიცინო სიახლეები: შენი ამბები


წყარო: შენი სუფრა | სიახლეები: შენი სუფრა | სამედიცინო სიახლეები: შენი ამბები

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). Apple 1 მილიონ დოლარს გადაუხდის ყველას, ვინც მის AI სისტემაში შეცდომებს აღმოაჩენს. 26 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/apple-1-მილიონ-დოლარს-გადაუხდის/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T20:11:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi