გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში იასპარეზებს.

ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის, თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი, რომელშიც ხვალ გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, დაახლოებით 21:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია. 9 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გენო-პეტრიაშვილი-პარიზის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi