გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას გამოეხმაურა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს წარმატება უსურვა.
„კარგად მესმის, რას ნიშნავს, იყო ქართველი და ამავე დროს, ფეხბურთს ასეთი ესთეტიკით თამაშობდე. კიდევ უფრო კარგად ვიაზრებ, რამდენად რთულია, საფირმო სტილის დაცვით წარმატების ისტორიის შექმნა და ამ ყველაფრის გვირგვინად გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტულების მოპოვება.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო ის, რაზეც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობის პირველივე დღიდან ოცნებობს. კვარამ წარსული თაობების ნატვრა რეალობად აქცია და მომავალ თაობებს წარმატებისკენ მიმავალი კარგი გაუღო. ის იქცა იმედად, რომ ხუთჯვრიანი დროშა მთავარ საფეხბურთო სცენებზე მუდმივად იფრიალებს.
ეს დიდი გაბრწყინების მხოლოდ გარიჟრაჟია და მჯერა, ნეაპოლის შემდეგ პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის. წარმატებები“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ქინქლაძე.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მჯერა, ნეაპოლის შემდეგ პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის – ქინქლაძე. 22 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მჯერა-ნეაპოლის-შემდეგ-პა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T02:21:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
