საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი და მათ რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
sheniekimi.ge/ambebi
