პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"ძალიან ცნობილი ექიმის გამო დავკარგე შვილი... მე მას ამდენი წელია შევუნახე ნამუსი"...

“ძალიან ცნობილი ექიმის გამო დავკარგე შვილი… მე მას ამდენი წელია შევუნახე ნამუსი” – ნანიკო ხაზარაძე ცხოვრების მძიმე ეპიზოდს იხსენებს

ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთები გაიხსენა – როგორ დაკარგა ბავშვი მეორე ფეხმძიმობიდან და როგორ შეცვალა ამან სამუდამოდ მისი ცხოვრების გზა.

ამ ტრაგედიას ის ძალიან ცნობილი ექიმის შეცდომას მიაწერს და მიუხედავად იმისა, რომ ამ საწუხარო შემთხვევიდან თითქმის 15 წელი გავიდა, ტელეწამყვანმა საუბრისას ცრემლები მაინც ვერ შეიკავა.

„მთელი ცხოვრება მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. სულ წარმოვიდგენდი, როგორ დავალაგებდი სახლს, შემდეგ შემოვარდებოდა ოთხი ბავშვი და გადაუვლიდა ყველაფერს. ასე წარმომედგინა ჩემი ცხოვრება. დავორსულდი მეორედ. ამ ამბით ძალიან გახარებულმა სამსახურში წასვლის წინ ექოსკოპიაზე შევირბინე. მივედი ძალიან ცნობილ ინსტიტუტში, ძალიან ცნობილ ექიმთან…

დამადო აპარატი და ცოტა ხანში ატყდა ქაოსი, სასწრაფო საოპერაციო ხარ, თორემ მოკვდებიო. აქედან რომ ადგე, სანამ მანქანამდე მიხვალ სისხლისგან დაიცლები და მოკვდებიო… გამიკეთეს ოპერაცია, ნარკოზის შემდეგ ეს ექიმი მეუბნება, რაც არ უნდა გაგიკვირდეს, შენ არაფერი გჭირსო. ორმოცი წუთი გათვალიერეთ და ვერ ვიპოვეთ ნაყოფიო… ანუ სულ ტყუილად გამიკეტეს ორსულ ქალს ოპერაცია.

  3 მილიონ 914 ათასი ადამიანი - საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები ცნობილია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი