გორში, ქალის მკვლელობის საქმეზე შსს დეტალებს ასაჯაროებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული ვ.ტ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მცხოვრებ ლ.მ.-ს მისავე საცხოვრებელ სახლში კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვ.ტ ცხელ კვალზე დააკავეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გორში, ქალის მკვლელობის საქმეზე შსს დეტალებს ასაჯაროებს. 8 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გორში-ქალის-მკვლელობის-ს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi