დიდთოვლობის გამო, ჩაკეტილია 42 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 29 000 აბონენტს“ – იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სტიქიას ებრძვიან იმერეთში – თოვლია ყველა მუნიციპალიტეტში, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. ინტენსიური თოვის გამო, მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა.

მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკაა ჩართული. გზებზე ყრიან მარილს და იწმინდება შიდა სასოფლო გზებიც.

ელექტროენერგია არ მიეწოდება აბონენტების მცირე ნაწილს, მიმდინარეობს სამუშაოები ელექტრომომარაგების აღსადგენად.

“ნალექი თოვლის სახით ფიქსირდება იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე, 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს გზების წმენდა, ასევე იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. სწავლა შეჩერებულია მუნიციპალიტეტის უმეტეს სკოლებსა და ბაღებში. დიდთოვლობის გამო, ჩაკეტილია 42 სოფელი, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს. ელექტროენერგია არ მიეწოდება ამჟამად 29 000 აბონენტს, ამ მიმართულებით მუშაობს შესაბამისი ჯგუფები, რათა დროულად აღდგეს მიწოდება”, – აცხადებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დიდთოვლობის გამო, ჩაკეტილია 42 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 29 000 აბონენტს“ – იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული. 25 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დიდთოვლობის-გამო-ჩაკეტი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi