უდიდესი ტკივილი ადამიანებში განსხვავებულ განცდებს ბადებს – ზოგს ანადგურებს, ზოგს კი უფლის გზაზე აყენებს. ასე მოხდა მზია კაცაძის ცხოვრებაშიც. მის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ორი მცირეწლოვანი შვილის დაკარგვამ, მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.
– ალბათ, ყველა დამემოწმება, რაოდენ ძნელია ამ წუთისოფელში შვილებთან განშორებით გამოწვეული ტკივილით არსებობა, მაგრამ დღეს ცოცხალი ვარ… მით უფრო ძნელია, რომ შენს განცდებზე ილაპარაკო, ისეთ განცდებზე, რომელიც ჩემს გულში 36 წელია დაბუდებულა და იმ დღესთან წამიც არ მაშორებს. ამიტომ წარსულში არ ვიხსენიებ მათ, მე მყავს მიხეილი და მარიამი. უწმინდესი რომ არა, მე და ჩემი მეუღლე დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით…
– რა მოხდა წლების წინ თქვენს ოჯახში?
– 1987 წლის 6 დეკემბერს მე და ჩემიმეუღლე ახლობლების დაჟინებული თხოვნით მეგობრის ქორწილში წავედით. მოგეხსენებათ, ქორწილში ყველა მხიარულობს, მაგრამ მე მონუსხული ვიჯექი, ჩემი ფიქრი ჩემს შვილებს დასტრიალებდა თავს. ეტყობა, დედის გული გრძნობდა მოახლოებულ უბედურებას. რამდენიმე საათში უკან დაბრუნებულებს მთელი ქუჩა გადავსებული დაგვხვდა ხალხით, იდგა სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები, სახლი ცეცხლში იყო გახვეული. ბოლისგან იყვნენ გაგუდული ჩემი შვილები გამოიყვანეს და თავად წავიყვანე სასწრაფოს მანქანით დამწვრობის ცენტრში.
სიმართლის თქმას ვერავინ მიბედავდა, მე თვითონ მივხვდი, რომ შვილები აღარ მყავდა და ჩემთვის ამქვეყნიური ყველაფერი დამთავრდა. დამრჩა მხოლოდ ერთი გზა, რომ ჩემი შვილების დასაფლავების მერე მე და ჩემს მეუღლეს თავი მოგვეკლა. ჩემი მეუღლე იმხანად ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, მას იარაღი ჰქონდა შინ, და ვუთხარი, ჯერ მე მომკალი და მერე შენ მოიკალი თავი-მეთქი, მაგრამ სანამ ამას ჩავიდენთ, ეს ამბავი მოვახსენოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. თუ ღმერთი არსებობს, ასეთი უბედურება რატომ დაგვემართა-მეთქი? ჩემი მეუღლე ეზოში ჩავიდა, მალევე უკან ამობრუნდა და მითხრა, მზია, ჩვენთან პატრიარქი მობრძანდებაო. სრულად
მასალის გამოყენების პირობები