ბელგიური სუპერძროხები – მონსტრები, რომელთა ხორცი მსოფლიო მაღაზიების დახლებზე დევს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ბელგიური სუპერძროხა

რას აღარ შეხვედებით თანამედროვე სუპერმარკეტებში. მთავარია, ფული ჰქონდეს ადამიანს და ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი. საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენად სასარგებლო და უვნებელია ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტი. დღესდღეობით ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის შეძენა ხომ თითქმის შეუძლებელია.

მაგალითისთვის ავიღოთ ხორცი. ამ სტატიის მიძღვნა გადავწვიტეთ ბელგიური ძროხების ცისფერი ჯიშისთვის. ამ ძროხების თუ ხარების შეხედვისას მართლაც შიში შეგიპყრობთ. ისე გამოიყურებიან, თითქოს საბალახოდ კი არ დასეირნობენ მწვანე მდელოზე, არამედ სატრენაჟორო დარბაზებს სტუმრობენ და კუნთებს იმუშავებენ.

რეალურად კი ბელგიური ცისფერი ჯიშის ძროხები მსოფლიოში ყველაზე პერსპექტიულ ჯიშად ითვლება.

ეს ჯიში ხანგრძლივი სელექციის შედეგად იქნა გამოყვანილი, რომელზეც მეცნიერები წლობით მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ დროთა განმავლობაში ორგანიზმი გამოიმუშავებს მიოსტატინის ცილას, რომელიც გარკვეული ეტაპის შემდეგ აფერხებს კუნთოვანი მასის ზრდას.

- Advertisement -
Ad imageAd image

ბელგიური ცისფერი ძროხების ჯიშის დნმ-ში კი არის გენი, რომელიც აფერხებს ამ ცილის წარმოქმნას და კუნთოვანი მასაც უპრობლემოდ ვითარდება, ამიტომაც არის, რომ აღნიშნული ძროხები ბოდიბილდერებივით გამოიყურებიან. გარდა ამ თავისებურებისა, ეს ცხოველები თვინიერი ხასიათითაც გამოირჩევიან.

წარმოიდგინეთ, რომ ცისფერი ძროხის წონამ შესაძლოა 1,3 ტონასაც კი მიაღწიოს. ეს ძროხები ძალიან ფასობენ არა მარტო იმ რძის გამო, რომელსაც იწველიან და რომელიც განსაკუთრებული ცხიმოვნებით გამოირჩევა, არამედ ხორცის გამო, რომელსაც პრაქტიკულად არ აქვს ქონი. ნახეთ სრულად

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ბელგიური სუპერძროხები – მონსტრები, რომელთა ხორცი მსოფლიო მაღაზიების დახლებზე დევს. 3 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბელგიური-სუპერძროხები-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi