„ქორწილიდან დაბრუნებულებს, ქუჩაში დაგვხვდა ხალხი, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები­, სახლი ცეცხლში იყო გახვეული. ბოლისგან გაგუდული ჩემი შვილები გამოიყვანეს და თავად წავიყვანე დამწვრობის ცენტრში”

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

უდიდესი ტკივილი ადამიანებში განსხვავებულ განცდებს ბადებს – ზოგს ანადგურებს, ზოგს კი უფლის გზაზე აყენებს. ასე მოხდა მზია კაცაძის ცხოვრებაშიც. მის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ორი მცირეწლოვანი შვილის დაკარგვამ, მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.

– ალბათ, ყველა დამემოწმება, რაოდენ ძნელია ამ წუთისოფელში შვილებთან­ განშორებით გამოწვეული ტკივილით არსებობა, მაგრამ დღეს ცოცხალი ვარ… მით უფრო ძნელია, რომ შენს განცდებზე­ ილაპარაკო, ისეთ განცდებზე, რომელიც ჩემს გულში 36 წელია დაბუდებულა და იმ დღესთან წამიც არ მაშორებს. ამიტომ წარსულში არ ვიხსენიებ მათ, მე მყავს მიხეილი­ და მარიამი. უწმინდესი რომ არა, მე და ჩემი მეუღლე დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით…

– რა მოხდა წლების წინ თქვენს ოჯახში?

– 1987 წლის 6 დეკემბერს მე და ჩემიმეუღლე ახლობლების დაჟინებული თხოვნით მეგობრის ქორწილში წავედით. მოგეხსენებათ, ქორწილში ყველა მხიარულობს,­ მაგრამ მე მონუსხული ვიჯექი, ჩემი ფიქრი ჩემს შვილებს დასტრიალებდა თავს. ეტყობა, დედის გული გრძნობდა მოახლოებულ უბედურებას. რამდენიმე საათში უკან დაბრუნებულებს მთელი ქუჩა გადავსებული დაგვხვდა ხალხით, იდგა სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები­, სახლი ცეცხლში იყო გახვეული. ბოლისგან იყვნენ გაგუდული ჩემი შვილები გამოიყვანეს და თავად წავიყვანე სასწრაფოს მანქანით დამწვრობის ცენტრში.

- Advertisement -
Ad imageAd image

სიმართლის თქმას ვერავინ მიბედავდა, მე თვითონ მივხვდი, რომ შვილები აღარ მყავდა და ჩემთვის ამქვეყნიური ყველაფერი დამთავრდა. დამრჩა მხოლოდ ერთი გზა, რომ ჩემი შვილების დასაფლავების მერე მე და ჩემს მეუღლეს თავი მოგვეკლა. ჩემი მეუღლე იმხანად ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, მას იარაღი ჰქონდა შინ, და ვუთხარი, ჯერ მე მომკალი და მერე შენ მოიკალი თავი-მეთქი, მაგრამ სანამ ამას ჩავიდენთ, ეს ამბავი მოვახსენოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. თუ ღმერთი არსებობს, ასეთი უბედურება რატომ დაგვემართა-მეთქი? ჩემი მეუღლე ეზოში ჩავიდა, მალევე უკან ამობრუნდა და მითხრა, მზია, ჩვენთან პატრიარქი მობრძანდებაო. სრულად

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ქორწილიდან დაბრუნებულებს, ქუჩაში დაგვხვდა ხალხი, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები­, სახლი ცეცხლში იყო გახვეული. ბოლისგან გაგუდული ჩემი შვილები გამოიყვანეს და თავად წავიყვანე დამწვრობის ცენტრში”. 17 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ქორწილიდან-დაბრუნებულე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

CRM Manager

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Ведущий UA менеджер (Meta)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Media Buyer FB / iGaming

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Game Designer – Playables (Intern)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T20:56:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi