ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში დააკავეს – Bloomberg

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

დუტერტე სამშობლოში ჰონგკონგიდან ბრუნდებოდა, როცა ის სამართალდამცველებმა აიყვანეს. ამჟამად ის ერთ-ერთ საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

როგორც სააგენტო წერს, ინტერპოლის ფილიპინურმა განყოფილებამ უკვე მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის ასლი.

79 წლის დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტი 2016 – 2022 წლებში იყო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს. საქმე ეხება მის მიერ ნარკომოვაჭრეებთან გაჩაღებულ ბრძოლას, რა დროსაც 12-დან 30 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში დააკავეს – Bloomberg. 11 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ფილიპინების-ყოფილი-პრეზი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi