დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინას წელს 100 000 დრონს გადასცემს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის დრონების მიწოდებას ათჯერ ზრდის.

როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, დიდი ბრიტანეთი ამ წელს რეკორდულ თანხას, 350 მილიონ ფუნტ სტერლინგს დახარჯავს უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გასაზრდელად. 2024 წელს ეს რიცხვი 10 000 იყო, ხოლო 2025 წელს, 100 000 იქნება.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონებს ეფექტურად იყენებენ, ამიტომ ბრიტანეთმა ინვესტიციები გააორმაგა.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხების საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებისთვის დამატებით 247 მილიონ ფუნტ სტერლინგის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინას წელს 100 000 დრონს გადასცემს. 4 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დიდი-ბრიტანეთის-თავდაცვი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi