ჰავაიზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი “კილაუეა” კვლავ აქტიურია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჰავაიზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი “კილაუეა” კვლავ აქტიურია და ლავას აფრქვევს. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

ვულკანმა ლავის ამოფრქვევა ორშაბათს დაიწყო.

ჰავაის ვულკანური ობსერვატორიის განმარტებით, ამოფრქვევა შემოიფარგლებოდა ვულკანის მწვერვალ კალდერაში, ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკის შორეულ, იზოლირებულ ზონაში.

ობსერვატორიის განცხადების თანახმად, ყველაზე დიდ საფრთხეს ვულკანური კვამლი წარმოადგენდა, რომელსაც დასახლებულ პუნქტებამდე მიღწევა შეეძლო. აღნიშნული კვამლი გოგირდის დიოქსიდს შეიცავს და შეიძლება ისეთი დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს, როგორიცაა ასთმა, სხვა რესპირატორული პრობლემები ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცნობისთვის, ტერიტორია, სადაც ლავის ამოფრქვევა ხდება, საზოგადოებისთვის 2007 წლიდან დახურულია ისეთი საფრთხის გამო, როგორიცაა კრატერის კედლების არასტაბილურობა, ნიადაგის დაბზარვა და კლდეების ჩამონგრევა.

ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მსოფლიოს ორი ყველაზე აქტიური ვულკანი, “კილაუეა” და “მაუნა ლოა” მდებარეობს. “კილაუეა” ივნისშიც და სექტემბერშიც ამოფრქვევა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ჰავაიზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი “კილაუეა” კვლავ აქტიურია. 24 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჰავაიზე-მსოფლიოში-ერთ-ერ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi