18 წლის ინდოელი ბიჭი, რომელსაც „მგლის სინდრომი” აქვს გინესის რეკორდსმენი გახდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მგლის სინდრომი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰიპერტრიქოზი, არის თმის ჭარბი წარმოქმნა ერთ კონკრეტულ უბანზე ან მთელ სხეულზე.
გაურკვეველია რა იწვევს თანდაყოლილ ჰიპერტრიქოზის განვითარებას, მაგრამ მისი გადაცემა შესაძლებელია გენეტიკურად. მგლის სინდრომი ძალიან იშვიათია – ის მილიარდში ერთ ადამიანს უდასტურდება.
ინდოელი ლალიტ პატიდარის სახის 90%-ი თმითაა დაფარული.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). 18 წლის ინდოელი ბიჭი, რომელსაც „მგლის სინდრომი” აქვს გინესის რეკორდსმენი გახდა. 11 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/18-წლის-ინდოელი-ბიჭი-რომელს/
