სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაუხვმა ნალექმა ნაპრალები წარმოშვა, ჭიათურაში ოთხი მაღარო დროებით დაიხურა - „ჯორჯიან მანგანეზი“...

უხვმა ნალექმა ნაპრალები წარმოშვა, ჭიათურაში ოთხი მაღარო დროებით დაიხურა – „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთო-მოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო, – ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა.

„უხვმა ნალექმა ე.წ. ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა. ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. ​თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება“, – ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

  "გვარ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მათი ოჯა­ხე­ბი ხე­ვი­დან სა­მუ­და­მოდ გა­ვა­სახ­ლოთ! ამ კად­რებ­ში მხო­ლოდ ოჯახ­თან მის­ვლა და ბო­დი­შის მოხ­და არ არის - ჩვე­ნი ძმის სის­ხლი არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა!" - ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ ბრალდებულების გვარმა მოკლულის გვარს და ოჯახს პატიება მუხლმოდრეკით სთხოვა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი