მეწყრის საშიშროების გამო სახლები ქვიშხეთშიც დატოვეს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

მეწყრის საშიშროების გამო ორმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთშიც დატოვეს. ინფორმაციას ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ადასტურებს.

მისი თქმით, შეტყობინება მიწის მასის ჩამოშლის შესახებ დღეს მიიღეს. მერის ინფორმაციით, დაზიანებულია ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ღობე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი „ნეტგაზეთთან“ აღნიშნავს, რომ მეწყრის მასშტაბი ქვიშხეთში ისეთი დიდი არაა, როგორიც სურამის შემთხვევაში იყო, საიდანაც წუხელ 40-მდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა, თუმცა მახლობლად მცხოვრებმა ორმა ოჯახმა ტერიტორიის დატოვება ამჯობინა და დროებით ნათესავებთან გაემგზავრა:

„მოსახლეობა გადავიდა ნათესავებთან. ერთი მოსახლე თბილისში ცხოვრობს. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი მხრიდან დახმარება და მოვლენ ორშაბათს. დაზიანდა ბეტონის ღობე, ამ ეტაპზე სახლი არ არის დაზიანებული, მაგრამ პირველ ეტაპზე ამას გეოლოგიური შესწავლა სჭირდება. თუმცა გეოლოგიური შესწავლაა საჭირო“, — ამბობს ხაშურის მერი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას და აღნიშნავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ორი სახლია, რომელთაგან ერთს მესაკუთრეები აგარაკად იყენებენ.

- Advertisement -
Ad imageAd image

თენგიზ ჩიტიაშვილის თქმით, მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გეოლოგები ვითარებას შეისწავლიან.

დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმების ფონზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. ბაღდათში სტიქიის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი.

6-7 თებერვლის სტიქიის შედეგად მეწყერი და ზვავი ჩამოწვა აჭარაშიც, რასაც ასევე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა სახლები. უხვი ნალექის გამო დაიტბორა სამეგრელოსა და იმერეთის არაერთი დასახლება. წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მეწყრის საშიშროების გამო სახლები ქვიშხეთშიც დატოვეს. 8 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მეწყრის-საშიშროების-გამო/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Software QA Engineer/Intern (AI-Powered)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Automation Engineer (Cheminformatics)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Data steward

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T18:28:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi