„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 11 938 მომხმარებელს უსაფუძვლოდ დარიცხულ 6 მილიონ ლარს უკან დაუბრუნებს – სემეკის გადაწყვეტილება

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, წყალმომარაგების 11 938 მომხმარებელს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ არასწორად დარიცხული წყალარინების მომსახურების საფასური, ჯამში 6 048 539 ლარი უკან დაუბრუნდება. სემეკმა კომპანიას გადაწყვეტილების შესასრულებლად 5 თვიანი ვადა მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, სემეკის დავალებით, კომპანიამ 10 251 აბონენტს უკვე ჩამოაწერა ხანდაზმული დავალიანება და მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, მათ სააბონენტო ბარათზე განათავსა კომპენსაციები, ჯამში 995 371 ლარის ოდენობით.

ამასთანავე, სემეკმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სემეკის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, 75 ათასი ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.

2023 წლის აგვისტოში სემეკში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის შემოწმება. კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, ჯგუფმა შეისწავლა 2019 წლიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით მომსახურებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებები.

- Advertisement -
Ad imageAd image

შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რიგ შემთხვევებში ახორციელებდა მომხმარებლებისთვის მომსახურების ტარიფების არასწორ დარიცხვას, არასრულყოფილად აღრიცხავდა სალიცენზიო არეალში არსებულ მომხმარებლებს, სისტემატურად არ იღებდა მრიცხველების ჩვენებებს და მომხმარებლებს არ არიცხავდა წყალმომარაგების საფასურს, არ ანახლებდა სამოქალაქო რეესტრიდან მისაღებ მონაცემებს, მომხმარებლებს არასწორი მონაცემებით აწვდიდა ქვითრებს. ამასთანავე, გამოვლინდა მიერთების ვადის გადაცილებისათვის კომპენსაციის არასწორად დარიცხვის ფაქტები, მიერთებებისა და სემეკის ელექტრონულ ჟურნალში მიერთებასთან დაკავშირებული დოკუმენტების არასწორად აღრიცხვა, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი აღრიცხვის კვანძების კომპანიის ბაზაში რეგისტრაციის არ არსებობა, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის გამოყენებით შექმნილი რუკების გამოუყენებლობა, სემეკის N37/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შეუსრულებლობა, მრიცხველის წამკითხველების ბაზების გაუმართაობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სემეკის N24/3 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა.

სემეკის გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიას დაევალა განსაზღვრულ ვადებში კომისიის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.

სემეკის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ გამოყენებული იქნება დამატებითი საჯარიმო სანქციები.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 11 938 მომხმარებელს უსაფუძვლოდ დარიცხულ 6 მილიონ ლარს უკან დაუბრუნებს – სემეკის გადაწყვეტილება. 8 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯორჯიან-უოთერ-ენდ-ფაუერ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T21:18:23+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi