უხვმა ნალექმა ნაპრალები წარმოშვა, ჭიათურაში ოთხი მაღარო დროებით დაიხურა – „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთო-მოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო, – ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა.

„უხვმა ნალექმა ე.წ. ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა. ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. ​თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება“, – ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). უხვმა ნალექმა ნაპრალები წარმოშვა, ჭიათურაში ოთხი მაღარო დროებით დაიხურა – „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს. 8 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/უხვმა-ნალექმა-ნაპრალები/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi