პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„სხეულის დამწვრობა 45%-მდეა, მართვით სუნთქვაზეა“ - ექიმი კასპში მომხდარზე

„სხეულის დამწვრობა 45%-მდეა, მართვით სუნთქვაზეა“ – ექიმი კასპში მომხდარზე

კასპში მომხდარი უმძიმესი დანაშაულისთვის, სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი კაცი დააკავეს.  43 წლის ზურაბ ბურდულმა, ყოფილი ცოლი, 34 წლის თათია ლომინაძე სასიკვდილოდ გაიმეტა.

კაცმა ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, ბენზინი შეასხა და მის დაწვას შეეცადა.  ქალი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ქალი, რომელსაც კასპში ყოფილმა ქმარმა დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი მისი დაწვა სცადა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, ლაშა იაშვილმა განაცხადა.

“პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია. სხეულის თითქმის ნახევარია დაზიანებული როგორც თერმული, ასევე ქიმიური აგენტით – ანუ, სხეულის დამწვრობა არის, დაახლოებით, 40-45%. ამას ემატება თერმო ინჰალაციური დაზიანება, ანუ პაციენტს სასუნთქი გზებიც დაზიანებული აქვს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჯერჯერობით, პროგნოზებზე საუბარი რთულია […]

გულ-მკერდის არეშიც ჭრილობა აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, ბასრი საგნით. თუმცა, ის გულ-მკერდის ღრუში შემავალი არაა”. – ამბობს ექიმი.

25 სექტემბერს, კასპის რაიონში კაცმა ყოფილი ცოლის მოკვლა სცადა. მან ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვასაც შეეცადა. მან ქალს მჟავაც შეასხა.

კაცი დააკავეს. მას 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

  როგორ დავუკავშიროთ სამზარეულოს წინსაფარი სამუშაო ზედაპირს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი