კასპში, ე.წ. მირიანის ბინებში, კაცმა ცოლის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით კაცი ადგილიდან მიიმალა. პოლიცია დანაშაულში ბრალდებულს ეძებს.
ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად ქალს დახმარება მეზობლებმა გაუწიეს. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები არიან მობილიზებულები. ზურაბ ბურდულმა ყოფილი ცოლის დაწვა სცადა. ქალი ახლა დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მეზობლების თქმით, ქალს კაცმა მჟავა შეასხა, დაჭრა და ცეცხლი წაუკიდა.
„რომ დავინახე, გავიქეცი, რა მექნა არ ვიცოდი. ანთებული მაშხალასავით ესროლა რაღაც ნივთი. იმ წუთში მოედო ცეცხლი. იქვე ქვიშა იყო, ვაყრიდი, მერე უცებ მოვიფიქრე, სახლში ფარდა ჩამოვხსენი და ის გადავაფარე. შემზარავი სანახავი იყო. ხუთი წუთი ეკიდა ცეცხლი სახეზე. ხელები, სახე, ყველაფერი დამწვარი აქვს… უკარგესი გოგოა. ძალიან კარგი, ნამდვილად… მერე მეზობელმა ხალიჩა ჩამოაგდო, დავაფარეთ ყველაფერი და როგორც იქნა ჩავაქრეთ…“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მამაკაცი.
მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, ის ყოფილ მეუღლეს ემუქრებოდა, რის შემდეგაც სახის არეში ქიმიური ნივთიერება შეასხა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). კასპში მომხდარი შემზარავი დანაშაული – მამაკაცმა ყოფილი ცოლის დაწვა სცადა. 26 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კასპში-მომხდარი-შემზარავ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:02:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
