კასპში მომხდარი უმძიმესი დანაშაულისთვის, სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი კაცი დააკავეს. 43 წლის ზურაბ ბურდულმა, ყოფილი ცოლი, 34 წლის თათია ლომინაძე სასიკვდილოდ გაიმეტა.
კაცმა ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, ბენზინი შეასხა და მის დაწვას შეეცადა. ქალი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.
„დაზიანებები აქვს ძალიან სერიოზული. რამდენიმე სახის დაზიანებაა აქვს და დიაგნოზი არის ძალიან საშიში“- ამბობს ექიმი.
დანაშაული ე.წ. მირიანის დასახლებაში დღის 12 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ცეცხლმოკიდებული ახალგაზრდა ქალი სადარბაზოში დარბოდა და შველას ითხოვდა. მძიმე დანაშაული მამაკაცმა ყოფილი სიდედრის თანდასწრებით ჩაიდინა.
მეზობლები ამბობენ, რომ ქალს კაცმა მჟავა შეასხა, დაჭრა და ცეცხლი წაუკიდა.
„ანთებული რაღაც ესროლა გოგოს, მოედო წამებში, დავიბენი, რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, ყვითელ ქვიშას ვაყრიდი, რომელიც იქვე ეყარა, მერე სახლში შევვარდი, ფარდა ჩამოვწყვიტე და გადავაფარე. უკვე მოდებული ჰქონდა ცეცხლი, 5 წუთამდე ეკიდა, მერე მეზობელმაც რაღაც ჩამოაგდო და ისიც გადავაფარე. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ მოხდა. ხელები, სახე დამწვარი ჰქონდა…“, – ამბობს კაცი, რომელიც ფაქტს შეესწრო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ზურაბ ბურდული მეუღლეზე წარსულშიც ძალადობდა. წყვილი ერთმანეთს 4 წლის წინ დაშორდა, მათ საერთო შვილი, 8 წლის გოგონა ჰყავთ. კაცი ცოლს შერიგებას სთხოვდა და ეჭვიანობის ნიადაგზე დროდადრო ფიზიკურად უსწორდებოდა. ზურაბ ბურდულს
„სამზარეულოში ვიყავი, შემომესმა მეზობელი კაცის განწირული ყვირილი… ცეცხლმოკიდებული თათია დავინახე, ასეთი რამ ფილმებში თუ მინახავს. თვალები სულ ამომწვარი ჰქონდა.
გაშორებულები იყვნენ, არ ურიგდება და იმიტომ ექცევა ეგრეო, სცემსო, ეჭვიანობდაო. დედის თვალწინ სცადა მისი დაწვა. ძალიან კარგი გოგოა თათია, ვლოცულობთ, რომ გადარჩეს“,- ამბობენ ადგილობრივები.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ბურდულს 20 წლამდე პატიმრობა ექმურება.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ახალი ინფორმაცია ვრცელდება ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. 26 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალი-ინფორმაცია-ვრცელდე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:02:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
