ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„დიახ, ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე ამ ბრძოლას - 2021 წელს წავიკითხე წიგნი,...

„დიახ, ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე ამ ბრძოლას – 2021 წელს წავიკითხე წიგნი, რომელიც შეიცავდა თეორიას, რომ ბრძოლაში თუ გამარჯვება გინდა, აუცილებლად უნდა შეაგდო შიგ საკუთარი ტყავი, მეც გადავწყვიტე საკუთარი ტყავის შეგდება“-მიხეილ სააკაშვილი

ეს არ იყო ჩემი პირველი მცდელობა საქართველოში დაბრუნების. ერთი წლით ადრე საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში დავჯექი კატერზე და წავედი საქართველოში. გზიდან ჩავერთე დიდ მიტინგს თავისუფლების მოედანზე პირდაპირ კატერის ტრიუმიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„2021 წლის სექტემბრის ბოლოს დავტოვე ჩემი ლამაზი ახალაშენებული სახლი კიევის გარეუბანში (ეს იყო ყველაზე კარგი სახლი რომელიც როდისმე მქონია) გავიარე ჩემს სამსახურში, პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაში, სადაც ჩემი დიდი კაბინეტი მისაღებით პირდაპირ ზელენსკის კაბინეტის ზემოთ იყო განლაგებული და სადაც ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა. მოვაწესრიგე საბუთები და გავემგზავრე პირდაპირ ოდესაში. ამ ჩემს უსაყვარლეს ქალაქში, რომელშიც ადრე გუბერნატორი ვიყავი და საიდანაც 230 კილომეტრიანი გზა ავაშენე ევროკავშირის საზღვრამდე. ბოლოჯერ ჩავეხუტე ალისას და გავემგზავრე პორტისკენ, რომელსაც ჩემი გუბერნატორობის დროს გადავარქვით სახელი ლენინის მიხედვით დარქმეული ილიჩოვსკიდან. ჩენრო მორსკზე დავჯექი ბორანზე და გავემგზავრე საქართველოში. ეს არ იყო ჩემი პირველი მცდელობა საქართველოში დაბრუნების. ერთი წლით ადრე საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში დავჯექი კატერზე და წავედი საქართველოში. გზიდან ჩავერთე დიდ მიტინგს თავისუფლების მოედანზე პირდაპირ კატერის ტრიუმიდან. რუსეთის ტერიტორიული წყლებიდან სოჭის აკვატორიაში დაახლოებით 5 კილომეტრში კატერს კარგად არყევდნენ ტალღები და ამიტომ თბილისში ეკრანზეც იგრძნობოდა ეს რყევა. შეიძლებოდა დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ კამერის ოპერატორს უყანყალებდა ხელი. ჩართვის შემდეგ ბათუმისკენ გავაგრძელეთ გზა. გზაში ჩერჩილის ბიოგრაფიას ვკითხულობდი. როგორც ჩანს ჩვენი სატელეფონო სიგნალი გადაიჭირეს და ბათუმში გამოცხადდა განგაში. სპეცრაზმი მოიყვანეს მზადყოფნაში (რაც მათმა მებრძოლებმა შეგვატყობინეს) ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი სასწრაფოდ ჩავიდა იქ.

ამასობაში ატყდა დიდი შტორმი, რომელმაც სერიოზულად დაგვამუხრუჭა, ტალღები თავზე გადადიოდა, ტრიუმში მთელი ავეჯი დაიმტვრა და თან გზაში ჩემი ჯერ კიდევ ევროპაში აღმოჩენილი კოვიდი საკმაოდ გამიმწვავდა, სიცხე მქონდა და სატურაცია 87-ზე ჩამომივიდა. თითქოს ყველა ფაქტორი ჩვენს წინააღმდეგ ამოქმედდა და მივიღე გადაწყვეტილება უკან დაბრუნების. ამიტომ 2021-ში კატერზე უარი ვთქვი და უფრო საიმედო თუმცა უფრო სარისკო აღმოჩენის კუთხით, ბორნით წამოვედი. რატომ მივატოვე ჩემი ძალიან კომფორტული ცხოვრება უკრაინაში, სადაც დიდ პატივს მცემდნენ? უბრალოდ აღარ შემეძლო ძალიან დაჩქარებული ტემპით საქართველოს განადგურების ყურება. 20 ივნისის შემდეგ საპროტესტო მოძრაობაც მძლავრად დაიწყო და მე არ მიმაჩნდა სამართლიანად შორიდან, უსაფრთხო დისტანციიდან წინააღმდეგობისკენ მოწოდება. დაახლოებით ამ დროს წავიკითხე ფილოსოფოსის, ნასიმ ტალების, ამსტერდამში ნაყიდი წიგნი, რომელიც შეიცავდა თეორიას, რომ თუ ბრძოლაში გამარჯვება გინდა, აუცილებლად უნდა შეაგდო შიგ საკუთარი ტყავი. და მე გადავწყვიტე საკუთარი ტყავის შეგდება. არა უბრალოდ წარსულ დამსახურებებზე აპელირება არამედ ახალ ბრძოლაში ყველაფრის გარისკვა. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ შეიძლება გზაში მოვეკალით, რომ თითქმის 100%-ით ციხეში მოვხვდებოდი, რომ იქ შეიძლება ცუდად მომქცეოდნენ, (სინამდვილეში მომწამლეს და მირტყეს, რამაც ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა) მაგრამ მაშინაც და ახლაც იმედი მქონდა ქართველი ხალხის თავისუფლების მოყვარეობის და ბრძოლისუნარიანობის. დღეს სრულდება 4 წელი რაც ციხეში ვარ. აკრძალული მაქვს სატელეფონო კომუნიკაცია, თანამებრძოლებთან შეხვედრები, მაგრამ ერთი წუთით არ გამნელებია ბრძოლის ჟინი, მაშინაც როცა სიკვდილის პირას ვიყავი და ახლაც როცა 4 ოქტომბერს ველოდები. დიახ, ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე ამ ბრძოლას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კიდევ უფრო კარგი წლები წინ გვაქვს. ციხიდან დაუსწრებლად გავიცანი და დავუმეგობრდი ბევრ ახალგაზრდა თანამებრძოლს. ისინი დიდი ენერგიას მაძლევენ და ჩემი ვალია მათ დავუდგე გვერდით ახალი საქართველოს მშენებლობაში. ყველანი რუსთაველზე 4 ოქტომბერს. ყველანი საქართველოსთვის და თავისუფლებისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

  საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების შესრულებაზე უარის თქმის 2 448 შემთხვევა დაფიქსირდა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.