შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსსუს-ი - რუსთავში დაკავებულია ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ტერორისტულ...

სუს-ი – რუსთავში დაკავებულია ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ინფორმაციით, რუსთავში დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.

დაკავებულს ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო გამოცდილება და ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალიზაცია ჰქონდა, ხოლო ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ამოიღეს მტკიცებულებები, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციული მატარებლები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრის მიერ შესაბამისი კვალიფიკაციით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.

კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოებს“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

 

 

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  „საქართველოს აქვს პოტენციალი, გააორმაგოს თხილის წარმოება“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი