სუს-ი – რუსთავში დაკავებულია ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ინფორმაციით, რუსთავში დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.

დაკავებულს ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო გამოცდილება და ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალიზაცია ჰქონდა, ხოლო ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ამოიღეს მტკიცებულებები, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციული მატარებლები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრის მიერ შესაბამისი კვალიფიკაციით.

- Advertisement -
Ad imageAd image

„გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.

კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოებს“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სუს-ი – რუსთავში დაკავებულია ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი. 2 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სუს-ი-რუსთავში-დაკავებულ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T22:21:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi