თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს — დეტალები იხილეთ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს, რომელსაც ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერაც თან ახლდა.

ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ფართების ჩხრეკისას ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები, ელექტრო სასწორები, პოლიეთილენის პაკეტები და სხვა დამხმარე ნივთები.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ნარკოტიკები გაყიდვის მიზნით სპეციალურად იყო შეფუთული და დამალული.

დანაშაული საქართველოს კანონმდებლობით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს — დეტალები იხილეთ. 29 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-ნარკოდანაშაულ-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi