პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს

სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს

სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება 1-ელ მარტს გამოქვეყნდა.

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები,“- ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას დაგეგმილი ჰქონდა საქართველოში უცხოელებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია აკრძალულიყო და ამ გზით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შესძლებოდათ ბავშვის გაჩენა. აღნიშნულთან დაკავშირებით გასულ წელს პარლამენტში კანონპროექტიც დაინიცირდა, თუმცა, სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მოიხსნა.

სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, 3 036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული. ამასთან, 2012 წლიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სუროგაციის გზით საქართველოში 5 393 ბავშვი დაიბადა.

  როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი