სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება 1-ელ მარტს გამოქვეყნდა.

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები,“- ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას დაგეგმილი ჰქონდა საქართველოში უცხოელებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია აკრძალულიყო და ამ გზით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შესძლებოდათ ბავშვის გაჩენა. აღნიშნულთან დაკავშირებით გასულ წელს პარლამენტში კანონპროექტიც დაინიცირდა, თუმცა, სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მოიხსნა.

სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, 3 036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული. ამასთან, 2012 წლიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სუროგაციის გზით საქართველოში 5 393 ბავშვი დაიბადა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. 6 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სუროგატი-დედის-მშობიარობ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi