კიბოს გამომწვევი ქიმიკატი ნაპოვნია Clinique-ისა და Clearasil-ის აკნეს სამკურნალო საშუალებებში, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ლაბორატორია „ვალისური“ ავრცელებს.
„კიბოს გამომწვევი ქიმიური ნივთიერების, ბენზოლის მაღალი დონე გამოვლინდა აკნეს სამკურნალო საშუალებებში, მათ შორის Estee Lauder’s Clinique, Target’s Up & Up და Reckitt Benckiser-ის საკუთრებაში არსებული Clearasil-ში“, – აღნიშნულია დამოუკიდებელი ლაბორატორიის, „ვალისურის“ განცხადებაში.
„ვალისურმა“ ასევე შეიტანა პეტიცია აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციაში, სადაც მოუწოდებს მარეგულირებელს, ჩაატაროს გამოძიება.
როგორც „როიტერი“ წერს, ანგარიშის შემდეგ Estee Lauder-ის აქციები, დაახლოებით, 2%-ით დაეცა.
კომპანიის წარმომადგენლებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
„კანცეროგენი უკვე ვიპოვეთ რამდენიმე სამომხმარებლო პროდუქტში, მათ შორის მზისგან დამცავ საშუალებებში, ხელის სადეზინფექციო საშუალებებში და მშრალ შამპუნში, რამაც გამოიწვია კომპანიების პროდუქტების ბაზრიდან ამოღება, მათ შორის Procter & Gamble-ისა და Johnson & Johnson-ის, მაგრამ ბენზოლის გამოვლენა აკნეს სამკურნალო პროდუქტებში არსებითად განსხვავდებოდა სხვა შემთხვევებისგან. ბენზოლი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ მზისგან დამცავ პროდუქტებსა და სხვა სამომხმარებლო პროდუქტებში, იყო მინარევები, რომლებიც მომდინარეობდა დაბინძურებული ინგრედიენტებისგან“, – განაცხადა „ვალისურის“ თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, დევიდ ლაითმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). კიბოს გამომწვევი ქიმიკატია ნაპოვნი Clinique-ისა და Clearasil-ის აკნეს სამკურნალო საშუალებებში – რა აღმოაჩნა აშშ-ის ლაბორატორიამ?. 7 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/კიბოს-გამომწვევი-ქიმიკატ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T02:52:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
