სპორტის მინისტრმა ეთერ ლიპარტელიანს ისტორიული გამარჯვება მიულოცა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს სპორტის მინისტრმა უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატისას ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიოს პირველობაზე მოპოვებული ისტორიული ოქროს მედალი მიულოცა. მინისტრმა ძიუდოისტს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ტურნირებში გამარჯვებები უსურვა.

ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია. ვერცხლი ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ), ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძემ(-90 კგ) მოიპოვეს.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

- Advertisement -
Ad imageAd image

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სპორტის მინისტრმა ეთერ ლიპარტელიანს ისტორიული გამარჯვება მიულოცა. 18 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სპორტის-მინისტრმა-ეთერ-ლ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi