ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ივანიშვილი იძულებული უნდა იყოს, დანიშნოს არჩევნები - ამისთვის იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ,...

„ივანიშვილი იძულებული უნდა იყოს, დანიშნოს არჩევნები – ამისთვის იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ – გვარამია

ივანიშვილი იძულებული უნდა იყოს, დანიშნოს არჩევნები არა მისი ან გინდაც ჩვენი წესებით, არამედ საერთაშორისოსტანდარტებით. ამისთვის ჩვენ ზუსტად იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, – ამის შესახებ ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას განცხადებაში.

„ემიგრანტებისთვის ხმის უფლების გაუქმება:

ვადამდელი არჩევნები თუ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა?

დავიწყებ პასუხით ამ შეკითხვაზე: რა თქმა უნდა, მეორე.

რა აწუხებთ დღეს „ქოცებს“? პასუხი ცალსახაა: არალეგიტიმურობა, რაც, მათ შორის, საერთაშორისო არაღიარებით გამოიხატება. მაშ რატომ შეიძლება დანიშნონ ვადამდელი არჩევნები? რატომ გაჩნდა ამის მოლოდინი? როგორ მოაგვარებს არაღიარებას და მისგან გამომდინარე სანქციებს ახალი არჩევნები? უშველის ერთადერთ შემთხვევაში – თუ ეს არჩევნები იქნება დემოკრატიული სტანდარტების, „ოცნება“ გაიმარჯვებს და მიიღებს მანდატს. იმ ვითარებაში, როცა პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების ველი მოდელირებულია (დაჭერილნი და გაუქმებულნი) და იმ ვითარებაში, როცა ამომრჩეველთა ველიც მოდელირებულია (მილიონამდე ადამიანს ღიად უწყვეტენ საარჩევნო უფლებას), ეს ამოცანა შეუსრულებელი მისიაა – გამორიცხულია ამგვარ ვითარებაში არჩევნების ლეგიტიმაციის მინიმალური შანსის არსებობა. მაშინ რად უნდათ ვადამდელი არჩევნები? კონსტიტუციის 78-ე მუხლის გასაუქმებლად? და რაში უშლის ეს მუხლი „ოცნებას? რას ვერ აკეთებენ მისი არსებობის პირობებში? პასუხი ცხადია: არაფერს უშლის, ყველაფერს აკეთებენ. ამას გარდა, ამ მუხლით არ დაწყებულა და არც ამ მუხლის გამოა ჩვენი ამოცანა ევროკავშირი – 78-ე მუხლის გაჩენამდეც ევროინტეგრაცია იყო ამ ქვეყნის არჩევანი, პოლიტიკურიც და კონსტიტუციურიც, ისტორიულიც და ყოფითიც. ასე რომ, „დავიცვათ 78-ე მუხლი“ ლოგიკას მოკლებული ჩანს და ხელოვნურად კონსტრუირებულ სამიზნეს ჰგავს. ან კი, რატომ უნდა გააუქმონ „ქოცებმა“ ის, რასაც თავად იყენებენ პროპაგანდისტულ თავშესაფრად მათივე ამომრჩევლის თვალში? ერთადერთ არგუმენტად, მათივე ამომრჩევლისთვის, “ქოცობის” გასამართლებლად საზოგადოების თვალში?

მივუბრუნდეთ ემიგრანტების საკითხს: რატომ დასჭირდათ ამ საკითხის წამოწევა მოწმენდილ ცაზე, უფრო სწორად, მოქუფრული ცის ფონზე, როცა ნებისმიერმა არასწორმა მოძრაობამ შეიძლება გადამწყვეტი ზიანი მოუტანოს („მოასრიალოს“) ? რისთვის და სავაჭროდ. ცხადია, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების ჩამორთმევა მკაფიოდ ანტიკონსტიტუციურია და არღვევს არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს: საყოველთაობასა და თანასწორობას. ცხადია, რომ ეს გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც როგორც ჩანს, „ქოცებმა“ გადმოიტანეს დემოკრატიის დასამარების მთავარი ხაზი (პარტიების გაუქმების სარჩელს შეგახსენებთ). რა შეიძლება თქვას საკონსტიტუციომ? კი, არღვევს საყოველთაობას, კი, არღვევს თანასწორობას, მაგრამ ორივეს ასევე არღვევს რუსეთის მოქალაქეებისთვის უფლების არ მინიჭება და დაავალოს ხელისუფლებას საჭირო ზომების მიღება. აქ ტესტი შემდეგია: ანტიკონსტიტუციურია ამის თქმა, რომ „არ მონაწილეობენ“ (როგორც ამ კანონში). აი, რაც შეეხება „ვერ მონაწილეობენ“ აქ ორსაფეხურიანი ტესტია: აქვს თუ არა უფლება (თეორიულად) და აქვს თუ არა შესაძლებლობა (პრაქტიკულად), ანუ გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი, რაც კი შეეძლო; ამოწურა თუ არა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებელი რესურსი. 2024-ში სახელმწიფომ ეს არ გააკეთა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. „არ“ გააკეთა და არა „ვერ“. (ესეც კი საკმარისი იყო იმ არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის, სხვათა შორის. ამომრჩევლების 1/3 არჩევნებს გარეთ დარჩა ხელისუფლების მიზანმიმართული და განზრახ უმოქმედობის გამო). რუსეთში ეს ვერ (ხაზგასმით, ვერ) იქნება უზრუნველყოფილი, რადგან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს და არჩევნები უცხო ქვეყანაში დიპლომატიური პროცედურაა და ორმხრივი შეთანხმებითა და ვენის კონვენციით რეგულირდება. მაშ რა არის საჭირო, რომ ყველა ემიგრანტმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რომ დაცული იყოს საყოველთაობის და თანასწორობის პრინციპი? დიახ – ამ კანონის გაუქმება + რუსეთთან დიპლომატიური კავშირის აღდგენა. და გამოგვიგორებენ ცრუ დილემას: ემიგრანტების ხმის უფლება (ოღონდ ყველასი თანაბრად), თუ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა.

  პრემიერი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თსუ-ს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს

ეს ყველაფერი საკონსტიტუციოს გარეშეც მოხერხდება, თუ „ოცნება“ მოინდომებს: „გაითვალისწინებს მოსახლეობის მოთხოვნებს“ და აღარ მიიღებს ამ კანონს, ოღონდ იმ დათქმით, რუსეთშიც იგივე უფლებების უზრუნველსაყოფად „გაატარებენ ყველა საჭირო ღონისძიებას“, რაც სხვა არაფერია (და ვერც იქნება), თუ არა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. ეს რას ნიშნავს, ამას ახსნა არ მგონია სჭირდებოდეს. არც იმას სჭირდება ახსნა, რუსეთში თუ ქართული არჩევნები (და, შესაბამისად, რეფერენდუმი, პლებისციტი) ჩატარდება, რა შედეგს მოიტანს. ამას, მგონი, კიდევ უფრო არ სჭირდება ახსნა: 300, 400, 500 ათასი დამატებით გაყალბებული ხმა რას ნიშნავს.

კარგად უნდა გვესმოდეს ისიც, რომ დღევანდელი რეგულაცია არაფერში უშლის ხელს „ოცნებას“, თუნდაც ხვალ აპირებდეს არჩევნების ჩატარებას. უბრალოდ როგორც 2024-ში საზღვარგარეთ ისევ მხოლოდ 50 უბანს გახსნის და ამით მორჩება. რაში სჭირდება ამ კონსტიტუციური და საერთაშორისო მასშტაბის სიგიჟის გამოგორება? არც არაფერში, ისევე, როგორც კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაუქმება, რომელიც არაფერში ხელს არ უშლის. რაც მას სჭირდება, ეს ლეგიტიმაციაა და ამაზე სავაჭროდ ყველა მექანიზმის მობილიზება იქნება ეს მისთვის სასურველი წესებით ჩატარებული ფსევდო არჩევნებში ოპოზიციის შეთრევა.

ივანიშვილი იძულებული უნდა იყოს, დანიშნოს არჩევნები არა მისი ან გინდაც ჩვენი წესებით, არამედ საერთაშორისო სტანდარტებით. ამისთვის ჩვენ ზუსტად იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია. ამ ფონზე უცნაურია, იმაზე ვმსჯელობდეთ, რომ ჩვენ ვართ იძულებული ივანიშვილის მიერ დანიშნულ და მისი წესებით ჩატარებულ არჩევნებში შევიდეთ, რომელიც, ჩემი აზრით, ისედაც არ ივარაუდება.

ცრუ დილემების მომტანი ამგვარი ხაფანგები კიდევ უამრავი გველის წინ – ასეთია დიქტატურის დიალექტიკა და შინაგანი ლოგიკა. წარმატებული პროტესტის ამოსავალი პრინციპი კი იმაშია, რომ წინააღმდეგობის, შეუპოვრობის და სწორხაზოვნების ეროზია დაუშვებელია და მარცხის წინაპირობაა, რისი უფლებაც არ გვაქვს“,- წერს გვარამია.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.