საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია დაარსებიდან 35-ე წელს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა.

თავდაცვის მინისტრმა გვარდიელებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული გვარდიის როლზე გაამახვილა ყურადღება: „ეროვნული გვარდია თავისი საამაყო ისტორიით, სახელმწიფოსადმი ურყევი ერთგულების ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოა. მინდა, ეროვნული გვარდიის იუბილე მივულოცო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა ვეტერან გვარდიელს – იმ მეომრებს, რომლებმაც წლების მანძილზე საკუთარი შრომით, ცოდნითა და გამძლეობით, მომავალი თაობებისთვის გვარდიის შემდგომი განვითარების მტკიცე საფუძველი შექმნეს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და იუბილე მიულოცა ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ. ეროვნული გვარდიის მეთაურმა სტუმრებს ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო.  განაგრძეთ კითხვა

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა. 20 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-თავდაცვის-ძ-6/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi