პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის...

რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა

მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა.

გარდა ამისა, მიმდინარეობს ნედლი რძის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, კერძოდ:
  • ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების გამოსაკვლევად მიმდინარე წელს აღებული იქნება 300 ნიმუში;
  • რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისათვის – 300 ნიმუში;
  • ბრუცელოზზე გამოსაკვლევად – 200 ნიმუში;
  • ყველში სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის გამოსავლენად – 50 ნიმუში;
  • ყველში კუაგულაზა დადებითი სტაფილოკოკუს აურეუსის კვლევისთვის – 50 ნიმუში;
  • სასმელ რძეში აფლატოქსინ M1-ის კვლევისთვის – 100 ნიმუში;
  • რძესა და რძის პროდუქტებში (მათ შორის, ბავშვთა კვება) ტყვიის შემცველობის განსაზღვრისათვის – 20 ნიმუში;
  • სალმონელასა და ლისტერიას გამოსავლენად – 165 ნიმუში.
  • აღსანიშნავია, რომ რძისა და რძის პროდუქტების ნიმუშების აღება მოხდეს სათანადო წესითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, რათა გამოირიცხოს საკვლევი ნედლეულის დაბინძურება.
  საქართველოში, ადამიანის ტვინში ღორის ცოცხალი სოლიტერი პირველად დაფიქსირდა... - რას წერს უნიკალური ოპერაციის ავტორი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი