მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა.
გარდა ამისა, მიმდინარეობს ნედლი რძის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, კერძოდ:
- ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების გამოსაკვლევად მიმდინარე წელს აღებული იქნება 300 ნიმუში;
- რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისათვის – 300 ნიმუში;
- ბრუცელოზზე გამოსაკვლევად – 200 ნიმუში;
- ყველში სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის გამოსავლენად – 50 ნიმუში;
- ყველში კუაგულაზა დადებითი სტაფილოკოკუს აურეუსის კვლევისთვის – 50 ნიმუში;
- სასმელ რძეში აფლატოქსინ M1-ის კვლევისთვის – 100 ნიმუში;
- რძესა და რძის პროდუქტებში (მათ შორის, ბავშვთა კვება) ტყვიის შემცველობის განსაზღვრისათვის – 20 ნიმუში;
- სალმონელასა და ლისტერიას გამოსავლენად – 165 ნიმუში.
- აღსანიშნავია, რომ რძისა და რძის პროდუქტების ნიმუშების აღება მოხდეს სათანადო წესითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, რათა გამოირიცხოს საკვლევი ნედლეულის დაბინძურება.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა. 14 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რძისა-და-რძის-მწარმოებელ/
