პარიზის წიგნის ფესტივალის ბოლო დღე თანამედროვე ქართულ პოეზიას დაეთმო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი

პარიზის წიგნის ფესტივალის ბოლო დღე თანამედროვე ქართულ პოეზიას დაეთმო. სხვადასხვა თაობის ქართველმა პოეტებმა საკუთარი შემოქმედების თარგმანები წარადგინეს და თავადაც წაიკითხეს ლექსები აუდიტორიუმში შეკრებილი ფესტივალის სტუმრებისთვის.

პოეზიის შემდეგ კი საფესტივალო პროგრამა ქართულ დოკუმენტურ კინოს დაეთმობა. „ცხოვრება კინო არ არის“ ავტორი და რეჟისორი ნინო ხოფერია რეჟისორ მიხეილ კობახიძისადმი მიძღვნილ წიგნსა და დოკუმენტურ ფილმს წარუდგენს ფესტივალის სტუმრებს.

„პოეზია, როგორც მუსიკის ინსპირაცია“, ასეთი სახელწოდების კონცერტით დასრულდება დღეს პარიზის წიგნის ფესტივალი, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გრან პალეს ისტორიულ სასახლეში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პარიზის წიგნის ფესტივალის ბოლო დღე თანამედროვე ქართულ პოეზიას დაეთმო. 14 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პარიზის-წიგნის-ფესტივალი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi