პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 23 მაისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 23 მაისს

ბოლო დღეების განმავლობაში ვაშინგტონში ქართველი ოფიციალური პირების სანქცირების საკითხი აქტიურად განიხილება. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას              პავილი ონისმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი დააყენა.

ივანიშვილმა ნიღაბი სრულად მოიხსნა და ბრძოლა გამოუცხადა დასავლეთს და თავისივე საზოგადოებას – ამბობს ის.

****

“სისტემა რღვევას იწყებს” – ასე ეხმიანება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის მოულოდნელი გადადგომის ფაქტს.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ “ჩაძირული გემიდან, ბევრი ადამიანი გაიქცევა”:

“ლელოს” წარმომადგენელი ასევე ამბობს იმასაც, რომ ყოფილი გენპროკურორი ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი იყო, რომელსაც ბევრი ინფორმაცია და გავლენა აქვს.

***

წელს ტურისტული ნაკადი შარშანდელზე მეტია. გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია სიტუაცია. ამ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედა ფრენების დამატებამ და აღდგენამ, – ამის შესახებ კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის (GDM) გენერალური დირექტორი გიორგი შენგელია აცხადებს.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებით ვიზიტორების მატება ისრაელიდან შეინიშნება, რადგან ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად იქცა.

****

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს – ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. შოთაძე ირწმუნება, რომ თანამდებიდან ვადაზე ადრე წასვლის მიზეზი   ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობაა, თუმცა, წყარო სამთავრობო წრეებიდან ირწმუნება, რომ შოთაძე ერთ-ერთი იყო ვინც, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამწვავებას ეწინააღმდეგებოდა.  ირაკლი შოთაძე პროკურორის თანამდებობაზე ექვსი წლით იყო არჩეული და ვადის ამოწურვამდე ორი წელი რჩებოდა.

****

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

გენშტაბის ცნობით, რუსული „სუ-25“ პოკროვსკის მიმართულებით ჩამოაგდეს.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

  4-6 თებერვალს საქართველოში დროგამოშვებით წვიმა და ქარია მოსალოდნელი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი