„ძალიან ხშირად ვტირი… ბოლო ხანებში სულ ცრემლები მომდის“ – გივი სიხარულიძე

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

გივი სიხარულიძე ჟურნალ „თბილისელების“ ბლიც-შეკითხვებს პასუხობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ადამიანი თუ გულჩვილი არ არის, ჩათვალოს, რომ ადამიანი არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- Advertisement -
Ad imageAd image

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– ძალიან ხშირად ვტირი. ბოლო ხანებში სულ ცრემლები მომდის. ჩემი ქვეყანა რითაც ტრაბახობდა, რაც იყო ჩვენთვის საამაყო და პრიორიტეტი, დღეს აღარ არსებობს. ჩვენთან იზრდებოდნენ ნამდვილი ვაჟკაცები და ნამდვილი ქალები, მაგრამ დღეს ეს წაიშალა, გაქრა. ჩვენ აღარაფერი ვართ. დღეს მხოლოდ, დიდი, ზღაპრული მოგონების ცუდი ვარიანტი ვართ. ამას ძალიან განვიცდი.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– არ გეგონოთ, რომ არსებულ საბავშვო სახლს ან მოხუცთა თავშესაფარს დავეხმარებოდი. არა, მე თვითონ გავხსნიდი ასეთ სახლებს, მე თვითონ შევარჩევდი იქ მომუშავე ადამიანებს, დავუნიშნავდი მაღალ ხელფასებს და ამ ბავშვების ან მოხუცების ერთ თეთრსაც თუ შეჭამდნენ, სასტიკად მოვექცეოდი. უკვე გახსნილებს იმიტომ არ დავეხმარებოდი, რომ დღეს ასეთი ადგილები კორუფციის ბუდეა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ძალიან ხშირად ვტირი… ბოლო ხანებში სულ ცრემლები მომდის“ – გივი სიხარულიძე. 24 მაისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გივი-სიხარულიძე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T15:42:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi