ნორვეგიაში არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი“ მნიშვნელობის მიზნებით – ნორვეგიის მთავრობა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა.

ნორვეგიის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით“.

გადაწყვეტილება ოფიციალურად 29 მაისიდან ამოქმედდება. გამონაკლისი დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა. ახალი შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ნორვეგიამ ვიზა 2022 წლის გაზაფხულამდე მისცა ან ვიზა მიიღო შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოსგან.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ნორვეგიაში არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი“ მნიშვნელობის მიზნებით – ნორვეგიის მთავრობა. 23 მაისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ნორვეგიაში-არ-შეუშვებენ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi