სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„პირველი შემთხვევაა, როცა შენი რჩეული მომეწონა“ - გურამიკო ლომიძე და ხატია შამუგია...

„პირველი შემთხვევაა, როცა შენი რჩეული მომეწონა“ – გურამიკო ლომიძე და ხატია შამუგია მომღერლის ახალ რჩეულზე საუბრობენ

ხატია შამუგია და გურამიკო ლომიძე, ყოფილი ცოლ-ქმარი „ვარსკვლავურ დუეტში“ ერთმანეთს საინტერესო კითხვებს უსვამენ.

ხატია აღნიშნავს, რომ გურამიკოს ახლანდელი რჩეული მოსწონს:

„ძალიან ლამაზი რჩეული გყავს, სხვათა შორის, მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ პირველი შემთხვევაა, როცა მე შენი რჩეული მომეწონა, ასეთი რამ არ მომხდარა. ფაქტია, რომ წინა შემთხვევებში სწორი ვყოფილვარ. ძალიან გგულშემატკივრობ. ძალიან მომწონს ეს გოგო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, შენ გხედავდე ბედნიერს. ეს გვინდა ყველას. ნიკუშასაც ძალიან მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შორის ასაკობრივი სხვაობაა და რაღაცანაირად ახალი სისხლი გაქვს გადმოსხმული და კარგად გამოიყურები, რა გეგმები გაქვს?” – ეუბნება ხატია ყოფილ მეუღლეს.

“პირველ რიგში, მაახალგაზრდავებს, ძალებს მმატებს, ძალიან კარგი გოგოა. სამომავლო გეგმებიც, რასაკვირველია, გვაქვს და მივყვებით… გამორიცხული არაფერია, ხომ იცი…”, – ამბობს გურამიკო.

წყარო: ფორტუნა

  „დედა ვიპოვეთ…“ – როგორ დასრულდა 8 წლიანი მოლოდინი, თამუნა მუსერიძის პირველი ემოციები მას შემდეგ, რაც ბიოლოგიური დედა იპოვა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი