„პირველი შემთხვევაა, როცა შენი რჩეული მომეწონა“ – გურამიკო ლომიძე და ხატია შამუგია მომღერლის ახალ რჩეულზე საუბრობენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ხატია შამუგია და გურამიკო ლომიძე, ყოფილი ცოლ-ქმარი „ვარსკვლავურ დუეტში“ ერთმანეთს საინტერესო კითხვებს უსვამენ.

ხატია აღნიშნავს, რომ გურამიკოს ახლანდელი რჩეული მოსწონს:

„ძალიან ლამაზი რჩეული გყავს, სხვათა შორის, მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ პირველი შემთხვევაა, როცა მე შენი რჩეული მომეწონა, ასეთი რამ არ მომხდარა. ფაქტია, რომ წინა შემთხვევებში სწორი ვყოფილვარ. ძალიან გგულშემატკივრობ. ძალიან მომწონს ეს გოგო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, შენ გხედავდე ბედნიერს. ეს გვინდა ყველას. ნიკუშასაც ძალიან მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შორის ასაკობრივი სხვაობაა და რაღაცანაირად ახალი სისხლი გაქვს გადმოსხმული და კარგად გამოიყურები, რა გეგმები გაქვს?” – ეუბნება ხატია ყოფილ მეუღლეს.

“პირველ რიგში, მაახალგაზრდავებს, ძალებს მმატებს, ძალიან კარგი გოგოა. სამომავლო გეგმებიც, რასაკვირველია, გვაქვს და მივყვებით… გამორიცხული არაფერია, ხომ იცი…”, – ამბობს გურამიკო.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: ფორტუნა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „პირველი შემთხვევაა, როცა შენი რჩეული მომეწონა“ – გურამიკო ლომიძე და ხატია შამუგია მომღერლის ახალ რჩეულზე საუბრობენ. 16 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/პირველი-შემთხვევაა-როც/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi