შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიმსოფლიოს საუკეთესო კონდიტერი ანტონიო ბაშური თბილისში სამდღიან მასტერკლასს ატარებს

მსოფლიოს საუკეთესო კონდიტერი ანტონიო ბაშური თბილისში სამდღიან მასტერკლასს ატარებს

თბილისი მსოფლიო დონის კონდიტერ-შეფს, ანტონიო ბაშურს, მასპინძლობს. რომელიც 25-27 აპრილს ქართველ კოლეგებს ექსკლუზიურ მასტერკლასს უტარებს.

პუერტორიკოელი შეფ-კონდიტერი, რომელიც 2018 და 2022 წლებში მსოფლიოს საუკეთესო კონდიტრად დასახელდა, თბილისს სტუმრობს, რათა პორციული ნამცხვრების უნიკალური რეცეპტები და საავტორო ტექნიკა გაუზიაროს ქართველ პროფესიონალებსა და ცხობის სფეროს მოყვარულებს.

მასტერკლასი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ თანამედროვე საკონდიტრო ხელოვნების ტრენდებს და პირადად ისწავლონ ბაშურისგან, რომლის შემოქმედება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აღიარებული.

ანტონიო ბაშური ცნობილია ინოვაციური მიდგომებით, ვიზუალურად შთამბეჭდავი ნამუშევრებითა და დახვეწილი გემოვნური კომბინაციებით, რის გამოც ის პროფესიული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კონდიტერად ითვლება.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  სად ჯობია ბინის ქირაობა თბილისში? — რჩევები, ფასები და საუკეთესო უბნები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი