თბილისში სასტუმროების საშუალო დღიური ფასი შემცირდა, ბათუმში კი გაიზარდა — Galt & Taggart-ის მიმოხილვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისში 2025 წლის პირველ კვარტალში სასტუმროების საშუალო დღიური ფასი (ADR) 88 დოლარიდან 82 დოლარამდე შემცირდა, ხოლო ნომრების დატვირთულობის მაჩვენებელი თითქმის უცვლელი — 39.7% დარჩა. ამის შესახებ საუბარია Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის ბაზრის მიმოხილვაში.

სრულიად საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა ბათუმში, სადაც როგორც საშუალო ფასმა, ასევე დატვირთულობამ მოიმატა. კერძოდ, ბათუმის სასტუმროებში ნომრების დატვირთულობა 40.1%-დან 49.8%-მდე გაიზარდა, ხოლო საშუალო დღიურმა ფასმა 75 დოლარიდან 78 დოლარამდე მოიმატა. Galt & Taggart-ის შეფასებით, ეს ზრდა ძირითადად ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორების მომატებულმა ნაკადმა განაპირობა.

Airbnb-ის პლატფორმის მონაცემებიც ამ განსხვავებულ ტენდენციებს ადასტურებს: თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა მცირედით გაიზარდა (+0.8%, 115.5 ათას ღამემდე), თუმცა საშუალო ღამის ფასი 3.9%-ით შემცირდა და 48 დოლარი შეადგინა. ბათუმში კი, პირიქით, გაიზარდა როგორც მოთხოვნა (+3.8%, 41.9 ათასი ღამე), ასევე საშუალო ღამის ფასიც (+12.0%, 34 დოლარამდე).

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ზოგადი ზრდისა ტურიზმის სექტორში, რეგიონებში ფასწარმოქმნისა და დატვირთულობის ტენდენციები მნიშვნელოვნად განსხვავდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში სასტუმროების საშუალო დღიური ფასი შემცირდა, ბათუმში კი გაიზარდა — Galt & Taggart-ის მიმოხილვა. 26 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-სასტუმროების-სა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi