ევაკუირებულია 19 ოჯახი – ბაღდათის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მიწის მასა ჩამოიშალა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც 19 ოჯახის ევაკუირება განხორციელდა.

ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, მოსახლეობის ევაკუაცია რუსთაველის ქუჩაზე, N16 ბინაში, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწის ჩამოშლის გამო განხორციელდა. მათივე ცნობით, მოსახლეობა ალტერნატიულ ფართებში ქირით არის გაყვანილი.

მერიის ინფორმაციითვე, განხორციელდა გეოლოგიური კვლევა ბინის მდგრადობის შემოწმების მიზნით. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ევაკუირებულია 19 ოჯახი – ბაღდათის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მიწის მასა ჩამოიშალა. 10 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ევაკუირებულია-19-ოჯახი-ბაღ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi