ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„მთაწმინდის პანთეონი ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სავანეა - ჩვენ გვაქვს უნიკალური...

„მთაწმინდის პანთეონი ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სავანეა – ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, იქაურობა ნამდვილ ესთეტიკურ ოაზისად ვაქციოთ – მივცეთ ფართო ასპარეზი პროფესიონალებს და პირდაპირი გაგებით, დავხატოთ, გავაცოცხლოთ იქაურობა“ – ირაკლი ყიფიანი 

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
„არის ადგილები, რომლებიც ჩვენს ქალაქში უბრალო წერტილებზე გაცილებით მეტს ნიშნავს. მთაწმინდის პანთეონი ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სავანეასიმშვიდის, ფიქრისა და საკუთარ ფესვებთან შეხების ეპიცენტრი. იქ ასვლა ყოველთვის ნიშნავდა დიალოგს ეპოქებთან და სულიერ კათარზისს.
ცოტა ხნის წინ კვლავ ვიდექი მამადავითის ეზოში და სიდიადის ნაცვლად, უმძიმესმა სევდამ მომიცვა. ვწერ ყოველგვარი იაფფასიანი, ჩასაფრებული პოზიციის გარეშე; მამოძრავებს წმინდა წყლის თბილისური, მოქალაქეობრივი და ადამიანური გულისტკივილი. დღეს იქ სრულიად ამოვარდნილი, დამთრგუნველი სურათი გვხვდება: დაჟანგული, მოშლილი განათების ბოძები, ყველგან გამოჩრილი, მიტოვებული სადენები და ზოგადი ვიზუალური ქაოსი, რომელიც წარმოუდგენლად შორს არის იმისგან, რასაც ერის უმთავრესი აკლდამა იმსახურებს.
უმძიმესია განცდა, როცა აანალიზებ, რომ ეს უპირველესად ჩვენივე თავის წინაშეა სირცხვილი. უხერხულია იმ გენიის, იმ უდიდესი ადამიანების ხსოვნის წინაშე, ვინც იქ განისვენებს. სადღეგრძელოებში ამოთქმული პატივისცემა კარგავს ფასს, როცა წინაპართა საფლავებთან ელემენტარულ ესთეტიკურ წესრიგს ვერ ვამყარებთ. ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ უხერხულია იმ ათასობით უცხოელთან, რომლებიც თბილისის გაცნობას ხშირად სწორედ მთაწმინდით იწყებენ და ერის საამაყო შვილების გარშემო მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას ხედავენ.
ყველაზე მეტად კი ის მტკივა, რომ ამ მოცემულობის შესაცვლელად არც კოლოსალური ბიუჯეტებია საჭირო და არც გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები. საჭიროა მხოლოდ გულისხმიერება და ელემენტარული მოვლა-პატრონობა. მეტიც — ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, იქაურობა ნამდვილ ესთეტიკურ ოაზისად ვაქციოთ.
რატომ არ შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი? ქვეყანაში უამრავი ნიჭიერი მხატვარი, დიზაინერი და ხელოვანი გვყავს. ჩავრთოთ საქმეში ყველა თაობის შემოქმედი ხალხი! ბუნება, ლანდშაფტი და იქაური აურა იძლევა ფანტასტიკურ შესაძლებლობას, რომ პანთეონის ტერიტორია სულიერებასთან ერთად, ცოცხალ, სრულყოფილ სივრცედ გადაიქცეს. მივცეთ ფართო ასპარეზი პროფესიონალებს და პირდაპირი გაგებით, დავხატოთ, გავაცოცხლოთ იქაურობა.
მივმართავ დედაქალაქის მთავრობასა და შესაბამის სამსახურებს: უმორჩილესად გთხოვთ, გამოყოთ მცირედი დრო, რესურსი და მიაქციოთ ამ ადგილს ყურადღება. ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიასა და ჩვენს ქალაქს არ ეკადრება მსგავსი უყურადღებობა. მიხედეთ, გთხოვთ.“
ირაკლი ყიფიანი
  ნახეთ, როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღეებში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.