20-21 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
20-21 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება.

ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალე სივრცე, სადაც სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვაც, რომელშიც 150-მდე მეწარმის  ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები იქნება წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იფუნქციონირებს, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებენ. „ზაფხულის ფესტივალის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ,  დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.

„ზაფხულის ფესტივალის“ სცენა ორივე დღეს 17:00 საათიდან ადგილობრივ და მოწვეულ ბენდებს დაეთმობა. მათ შორის იქნება:  ბენდი „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, „MIX2RA”,  თიკა ბალანჩინი და „New One”, „ემოცია“, 4 up, „ლათინო ორკესტრალი“, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, ,,La Fiesta”, ,,Why Not”  და ,,Ocean Drive”. ფესტივალს დიჯეები DJ Guri de Sal და DJ ბენე დაასრულებენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). 20-21 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება. 17 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/20-21-ივნისს-ბათუმში-ზაფხული/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Servisis Konsultanti Barista

თბილისი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HR.ge
Supervaizeri

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HR.ge
Ekskluziuri Restornis Hostesi

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HR.ge
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T13:16:36+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi