სამშაბათი, ოქტომბერი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო"დედამიწაზე სიცოცხლეს მზე გაანადგურებს" — ილონ მასკი მარსზე დასახლების მიზეზზე საუბრობს

“დედამიწაზე სიცოცხლეს მზე გაანადგურებს” — ილონ მასკი მარსზე დასახლების მიზეზზე საუბრობს

ილონ მასკის ყველაზე დიდი გეგმა მარსზე ადამიანთა კოლონიის დაარსებაა, რაც კაცობრიობის მრავაპლანეტურ ცივილიზაციად გადასაქცევად პირველი ნაბიჯია.

ილონ მასკის აზრით, ესაა გზა, რომ ჩვენი სახეობა არ განადგურდეს, თუკი დედამიწას რაიმე დაემართება.

ილონ მასკი

თუკი” აქ პირობითია, რადგან ჩვენი პლანეტა სამუდამოდ ვერ იარსებებს. გასათვალისწინებელია, რომ მზე უფრო და უფრო ცხელდება, ამიტომ მომავალში დედამიწის ატმოსფერო გაქრება, ხოლო ოკეანეები აორთქლდება. ეს აქ არსებულ სიცოცხლეს გაანადგურებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ვარსკვლავი წითელ გიგანტად გადაიქცევა, ანუ გაფართოვდება და დედამიწა პლაზმის სფეროში მოექცევა.

“მარსზე ამერიკელი ასტრონავტების გაშვებას პრიორიტეტად ვაქცევთ. წითელი პლანეტის ერთ-ერთი სარგებელი ისაა, რომ სიცოცხლის გარანტიას გვთავაზობს. საბოლოოდ, დედამიწაზე სიცოცხლეს მზე გაანადგურებს. ის ნელ-ნელა ფართოვდება, შესაბამისად რაღაც მომენტში მრავალპლანეტურ ცივილიზაციად გადაქცევა დაგვჭირდება, რადგან დედამიწა მთლიანად დაიწვება”, — განაცხადა მასკმა Fox News-თან ინტერვიუში.

წყარო

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

  ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში დააკავეს - Bloomberg
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი