მაღალი ტემპერატურის გამო ტყის ხანძრები გაჩნდა. დაიღუპა ორი ადამიანი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გაუსაძლისი სიცხის გამო ტყის ხანძრები გაჩნდა, რის გამოც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხანძარი ლიედას პროვინციის ერთ-ერთი სოფელში გაჩნდა. ცოტა ხანში ხანძრის კერა მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

ხანძრის ფართობმა 6500 ჰექტარი შეადგინა. მეხანძრე-მაშველებმა მისი ლოკალიზაცია მოახერხეს. მოგვიანებით, კატალონიის მთავრობის თავმჯდომარემ, სალვადორ ილიამ განაცხადა, რომ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

Associated Press-ის ინფორმაციით, დასავლეთ ევროპაში, კერძოდ ესპანეთში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში, რამდენიმე დღეა ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მაღალი ტემპერატურის გამო ტყის ხანძრები გაჩნდა. დაიღუპა ორი ადამიანი. 2 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მაღალი-ტემპერატურის-გამო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi