ახალი კვლევა- გაზქურის გამოყენება და გაორმაგებული კიბოს რისკი ბავშვებში

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სახლში გაზქურების გამოყენება ბავშვებში კიბოს რისკს აორმაგებს – ახალი კვლევა

ახალი კვლევა ცხადყოფს, თქვენს სახლში არსებული გაზქურები შეიძლება გამოყოფდეს კიბოს გამომწვევი რაოდენობის ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს. კვლევა ფოკუსირებული იყო ბენზოლზე, რომელიც ბუნებრივი აირის, იგივე პროპანის წვის შედეგად წარმოიქმნება და ისედაც ცნობილია, რომ ზრდის კიბოს რისკს.

ახალი კვლევა

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა 87 სახლში გაზომა გაზქურიდან ბენზოლის გამოყოფის მაჩვენებელი; ასევე შეისწავლეს ამ აირის მოძრაობა და ჩაატარეს კომპიუტერული მოდელები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ვრცელდებოდეს ბენზოლი.

როგორც მონაცემებმა აჩვენა, იმ სახლებში, სადაც გაზქურები ბევრ ბენზოლს გამოყოფს და ცუდი ვენტილაცია აქვთ, ბენზოლით გამოწვეული კიბოს რისკი მნიშვნელოვნად მომატებული აღმოჩნდა, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებშიც სიცოცხლის განმავლობაში კიბოს რისკი 1,85-ჯერ იზრდება, ვიდრე ზრდასრულებში.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ბუნებრივი აირისა და პროპანის გაზქურები წვის გზით ბენზოლს გამოყოფს — ცნობილ კანცეროგენს. ამ კვლევაში შევაფასეთ ბენზოლის ზემოქმედება მოსახლეობის დონეზე და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები 6,3 მილიონ ამერიკელში, რომლებიც ბენზოლის გამომყოფი ტოპ 5 პროცენტი გაზქურების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“, — წერენ მკვლევრები.

კვლევამ მრავალი მონაცემი დადო. კიბოს რისკი ყველაზე მაღალი იყო ბინებსა და პატარა სახლებში, სადაც ბენზოლი ხშირად საძინებელ ოთახებშიც აღწევდა, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ბენზოლის ზემოქმედებისგან კიბოს რისკი მილიონში ერთია — ანუ, თუკი მილიონი ადამიანი აღმოჩნდება ამ მაჩვენებლით ზემოქმედების ქვეშ, ამის გამო შეიძლება ერთ ადამიანს განუვითარდეს კიბო.

წყარო

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

- Advertisement -
Ad imageAd image

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ახალი კვლევა- გაზქურის გამოყენება და გაორმაგებული კიბოს რისკი ბავშვებში. 8 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალი-კვლევა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi