შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისში უმაღლესი კატეგორიის მსაჯთა VAR სემინარი გაიმართა

თბილისში უმაღლესი კატეგორიის მსაჯთა VAR სემინარი გაიმართა

თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უმაღლესი კატეგორიის მსაჯებისათვის ვიდეორეფერის (VAR) მრავალდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარს ფიფას VAR-ის პროექტის ლიდერი, მასიმილიანო ირატი ხელმძღვანელობდა — ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ვიდეორეფერი მსოფლიოში, რომელმაც ქართველ მსაჯებთან იმუშავა თეორიულ და პრაქტიკულ მოდულებზე.

სემინარი
სემინარში მონაწილეობა მიიღო უმაღლესი კატეგორიის 34-მა ქართველმა არბიტრმა, ფიფას ხუთმა ქალი მსაჯმა და ეროვნული ლიგის VAR ოპერატორებმა. ძირითადი თემები მოიცავდა VAR-ის გამოყენების პრაქტიკას, გადაწყვეტილებების საჯარო გამოცხადებას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ეროვნულ ჩემპიონატში.

მასიმილიანო ირატი, FIFA:
„ქართველი მსაჯები სწორ გზაზე დგანან — ამის გარანტიაა მათი სამსაჯო კომიტეტი ჯუნეტ ჩაქირის ხელმძღვანელობით. ის წარსულში ელიტური დონის მსაჯი იყო და დღესაც მაღალი პროფესიონალიზმით მუშაობს.

ქართველი მსაჯები ხელმძღვანელობენ ფიფა-სა და უეფა-ს უმაღლესი სტანდარტებით. მათთან საუბრისას დავრწმუნდი, რომ ისინი მკაფიო ტექნიკური კონცეფციით მუშაობენ და მზად არიან, უმაღლეს დონეზე იმსაჯონ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.“

გოგა კიკაჩეიშვილი, FIFA-ს არბიტრი:
„სემინარს უძღვებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო VAR ინსტრუქტორი — მასიმილიანო ირატი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სემინარის ერთ-ერთი მთავარი თემა VAR-ის გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოცხადება იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, ფიფა-ს თანამედროვე სტანდარტებს ფეხი აუწყოს“

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის სემინარი საქართველოში პირველად გაიმართა და ის ფიფა-ს მხარდაჭერით, ქართული სამსაჯო ინსტიტუციის განვითარებას ემსახურება.

სემინარის მთავარი მიზანი იყო:

  • ფიფას VAR სტანდარტების დანერგვა ეროვნულ დონეზე
  • მსაჯებისთვის გადაწყვეტილებების კომუნიკაციის გაუმჯობესება
  • ტექნიკური და ეთიკური უნარების განვითარება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომავალშიც გეგმავს FIFA-სთან თანამშრომლობით მსგავსი სემინარების გამართვას, რაც ქართული მსაჯობის ხარისხის საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  „2017 წლიდან მოყოლებული თბილისის მოსახლეობა გვერდში გვიდგას, გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს“-კახა კალაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი