თბილისის ოთხ მთავარ შესასვლელზე ახალი აბრები განთავსდება — კონკურსი უკვე გამოცხადდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელ აბრებზე ახალი, თანამედროვე დიზაინის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანია, განახლდეს ქალაქში შემოსასვლელ ლოკაციებზე არსებული აბრები და მათ მხატვრულ-არქიტექტურულ კომპოზიციებს ახალი იდენტობა მიეცეს.

შესაბამისი სატენდერო წინადადებები მიიღება სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის — https://tenders.procurement.gov.ge — მეშვეობით და ეხება მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან თბილისის შემოსასვლელებზე განთავსებული ნიშნების ესკიზური პროექტების შექმნას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. საკონკურსო წინადადებების მიღება 25 მაისიდან დაიწყება და 30 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

გამარჯვებული პროექტების მიხედვით შემდგომში მოხდება ახალი აბრების დამზადება და მონტაჟი.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისის ოთხ მთავარ შესასვლელზე ახალი აბრები განთავსდება — კონკურსი უკვე გამოცხადდა. 8 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-ოთხ-მთავარ-შესა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi