თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უმაღლესი კატეგორიის მსაჯებისათვის ვიდეორეფერის (VAR) მრავალდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარს ფიფას VAR-ის პროექტის ლიდერი, მასიმილიანო ირატი ხელმძღვანელობდა — ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ვიდეორეფერი მსოფლიოში, რომელმაც ქართველ მსაჯებთან იმუშავა თეორიულ და პრაქტიკულ მოდულებზე.

სემინარში მონაწილეობა მიიღო უმაღლესი კატეგორიის 34-მა ქართველმა არბიტრმა, ფიფას ხუთმა ქალი მსაჯმა და ეროვნული ლიგის VAR ოპერატორებმა. ძირითადი თემები მოიცავდა VAR-ის გამოყენების პრაქტიკას, გადაწყვეტილებების საჯარო გამოცხადებას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ეროვნულ ჩემპიონატში.
მასიმილიანო ირატი, FIFA:
„ქართველი მსაჯები სწორ გზაზე დგანან — ამის გარანტიაა მათი სამსაჯო კომიტეტი ჯუნეტ ჩაქირის ხელმძღვანელობით. ის წარსულში ელიტური დონის მსაჯი იყო და დღესაც მაღალი პროფესიონალიზმით მუშაობს.
ქართველი მსაჯები ხელმძღვანელობენ ფიფა-სა და უეფა-ს უმაღლესი სტანდარტებით. მათთან საუბრისას დავრწმუნდი, რომ ისინი მკაფიო ტექნიკური კონცეფციით მუშაობენ და მზად არიან, უმაღლეს დონეზე იმსაჯონ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.“
გოგა კიკაჩეიშვილი, FIFA-ს არბიტრი:
„სემინარს უძღვებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო VAR ინსტრუქტორი — მასიმილიანო ირატი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სემინარის ერთ-ერთი მთავარი თემა VAR-ის გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოცხადება იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, ფიფა-ს თანამედროვე სტანდარტებს ფეხი აუწყოს“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის სემინარი საქართველოში პირველად გაიმართა და ის ფიფა-ს მხარდაჭერით, ქართული სამსაჯო ინსტიტუციის განვითარებას ემსახურება.
სემინარის მთავარი მიზანი იყო:
- ფიფას VAR სტანდარტების დანერგვა ეროვნულ დონეზე
- მსაჯებისთვის გადაწყვეტილებების კომუნიკაციის გაუმჯობესება
- ტექნიკური და ეთიკური უნარების განვითარება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომავალშიც გეგმავს FIFA-სთან თანამშრომლობით მსგავსი სემინარების გამართვას, რაც ქართული მსაჯობის ხარისხის საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). თბილისში უმაღლესი კატეგორიის მსაჯთა VAR სემინარი გაიმართა. 8 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-უმაღლესი-კატეგო/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T21:16:49+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

